ყოფილი სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, იყო ბაშის თემის ცენტრი (სოფლები: ზედა ბაში, მეორე ეწერბაში, პირველი ეწერბაში, ქვედა ბაში). ამჟამად შედის სოფელ ბაშის შემადგენლობაში.
მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 40 მეტრი, სამტრედიიდან 18 კილომეტრი.
სოფელში დგას წმინდა ნიკოლოზისა და ღვსთისმშობლის სახელობის ეკლესიები, ორივე XIX საუკუნისა.
demografia
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 492 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
492 |
248 |
244 |
|